Gabriella Coleman
პროფესორი @ McGill, Tor-ის მმართველთა საბჭოს წევრი
გაბრიელა (ბიელა) კოულმენი იკავებს „ვულფის“ თანამდებობას სამეცნიერო და ტექნოლოგიური წიგნიერების კათედრაზე მაკგილის უნივერსიტეტში. გადამზადება გავლილი ანთროპოლოგიის დარგში, მისი ცოდნა შეეხება პოლიტიკას, კულტურასა და ჰაკერობის ეთიკას. კომპიუტერის ჰაკერებზე დაწერილი ორი წიგნის ავტორია, ამასთანავე, დამაარსებელია და ზედამხედველობს HackCurio-ს, ვიდეოსაიტს ჰაკერობის განვითარების თაობაზე (პროექტს ვრცლად გაეცნობით აქ). ამჟამად მუშაობს მოთხრობების კრებულზე ჰაკერებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ, აგრეთვე წარადგენს მასალებს თავისი წიგნიდან ჰენრი მორგანის 2020 წლის ლექციებისას.
მისი პირველი წიგნი, კოდის წერის თავისუფლება: ჰაკერობის ეთიკა და ესთეტიკა, გამოქვეყნდა 2013 წელს პრინსტონის უნივერსიტეტის გამოცემაში. ჰაკერი, თაღლითი, მამხილებელი, მოთვალთვალე: ვინაობის გაუმხელობის არაერთი სახე (ღონისძიება „ვერსო“, 2014), რომელიც დასახელდა კირკუსის მიმოხილვებით 2014 წლის საუკეთესო წიგნებში და დაჯილდოვდა დაიანა ფორსაითის პრიზით ამერიკის ანთროპოლოგთა გაერთიანებისგან.
ერთგული საჯარო ეთნოგრაფიის დარგისადმი, განუწყვეტლივ წარადგენს ხოლმე თავის ნამუშევრებს სხვადასხვა საზოგადოებისთვის, უძღვება სასწავლო ჯგუფებს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, აგრეთვე წერს ცნობილი მედიასაშუალებებისთვის, როგორებიცაა ნიუ-იორკ-ტაიმსი, სლეიტი, ვაირდი, MIT-ტექნიოლოგიების მიმოხილვები, ჰაფინგტონ-პოსტი და ატლანტიკი. ამასთანავე არის Tor-პროექტის ბორდის წევრი.
CV, მონაცემები დასაკავშირებლად, მათ შორის PGP-გასაღები და მაღალი გარჩევადობის სურათი, შეგიძლიათ იხილოთ აქ.